საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სადღესასწაულო წირვა ქ.ლოდის წმინდა გიორგის ტაძარში

ამა წლის 16 ნოემბერს, ქ. ლოდის წმინდა გიორგის ტაძარში, იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს III-მ წმინდა გიორგის ტაძრის სადღესასწაულო წირვა აღავლინა. წირვაში სვეტიცხოვლის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სერაფიმე (ჭედია) მონაწილეობდა. ზეიმს ისრაელში მცხოვრები ბევრი ქართველი დაესწრო. იმავე დღეს, ქ. ლოდში მდებარე „ქართულ სახლში“, საქართველოს საელჩოს თანამშრომლები ისრაელში მცხოვრებ ქართველებს და საქართველოდან დღესასწაულისთვის ჩამოსულ სტუმრებს შეხვდნენ.